|
2023-04-10 23:56:05, 4118 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი - ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შევქმენით ყველა ის პირობა, რომ მოსამართლე დაცული იყოს
ჩვენ "ქართული ოცნების" გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შევქმენით ყველა ის ჩარჩო, პირობა, ყველანაირი საკანონმდებლო სივრცე, რომ ინდივიდუალური მოსამართლე იყოს დაცული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. "რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. მოსამართლე დაცული იყოს რაიმე ტიპის ზეგავლენისგან, რომ მოსამართლის მიმართ არ განხორციელდეს რაიმე ტიპის ზეწოლა და სასამართლოში მოსამართლეს შეეძლოს კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ჩვენ "ქართული ოცნების" გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შევქმენით ყველა ის ჩარჩო, პირობა, ყველანაირი საკანონმდებლო სივრცე, რომ ინდივიდუალური მოსამართლე იყოს დაცული, მას ჰქონდეს გარანტიები, რომ მიიღოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, ის იყოს სოციალურად დაცული", - განაცხადა ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)