05:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 15:09:54, 1273 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო - გვჭირდება გარანტიები, რომ რუსეთი ბელარუსს საკუთარი ტერიტორიის მსგავსად დაიცავს

მინსკს სჭირდება გარანტიები მოსკოვისგან, რომ საგარეო აგრესიის შემთხვევაში, რესპუბლიკას საკუთარი ტერიტორიის მსგავსად დაიცავს,- აღნიშნულის შესახებ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, უსაფრთხოების თემა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრისას წამოჭრა.

"მოლაპარაკებების [ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტების] დროს გაჟღერდა, რომ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია იცავს ბელარუსს, როგორც საკუთარ ტერიტორიას. აი, უსაფრთხოების ასეთი გარანტიები გვჭირდება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს, პუტინმა მას მხარი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით დაუჭირა.

"ეს საკითხი წამოვაყენე რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დროს. მან აბსოლუტურად ყველა მიმართულებით დამიჭირა მხარი. მისი თქმით, უნდა გადავამოწმოთ ჩვენი ყველა ხელშეკრულება და შეთანხმება, რათა ვნახოთ, რა სახელმწიფოთაშორისი ხასიათის ნორმატიული სამართლებრივი აქტის მიღება უნდა მოხდეს ახლა ბელარუსის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“,- დასძინა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, გასულ კვირას ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics