|
2023-04-09 16:58:37, 1377 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - სანქციებზე კონკრეტული მტკიცებულებები საზოგადოებასაც აინტერესებს
რაც შეეხება, კონკრეტულ მტკიცებულებებს, ეს არა მარტო კონკრეტულ მოსამართლეებს, არამედ საზოგადოებასაც აინტერესებს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა. ტურავას თქმით, აუცილებელია, ყველა ღია თუ დახურული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს. "შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც გაჟღერდა საჯაროდ. შესაბამისად, ბევრი კომენტარიც გაკეთდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ეს არის გაკეთებული ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო რაც შეეხება, კონკრეტულ მტკიცებულებებს, ეს არა მარტო კონკრეტულ მოსამართლეებს, არამედ საზოგადოებასაც აინტერესებს ის ღია თუ დახურული ინფორმაცია, რომელსაც ეს გადაწყვეტილება ეყრდნობა", - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)