05:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 11:43:44, 738 ნახვა

მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის საზღვარზე პოლიციელებისა და სამხედროების მობილიზება დაიწყო

თელ-ავივსა და დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი თავდასხმების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პოლიციის სარეზერვო ქვედანაყოფებისა და ისრაელის თავდაცვის ძალების წევრების მობილიზება განახორციელა. აღნიშნულის შესახებ ინფრმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მომხდარი ისრაელმა ტერორისტულ აქტად შეაფასა, ლიკვიდირებულია ავტომობილის მძღოლი.

„პრემიერ-მინისტრმა, ტერორისტულ თავდასხმებთან დაპირისპირების მიზნით, ისრაელის პოლიციას დაავალა სასაზღვრო პოლიციის ყველა სარეზერვო ქვედანაყოფის მობილიზება და თავდაცვის ძალებს დამატებითი ძალების მობილიზება უბრძანა“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

ცნობისთვის, ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თელ-ავივსა და დასავლეთ სანაპიროში მომხდარი თავდასხმები.

გუშინ 7 აპრილს, თელ-ავივში მამაკაცი ქალაქის სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეებს თავდასხმის მიზნით ავტომობილით შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.

ამასთან, გუშინვე დასავლეთ სანაპიროში თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რის შედეგადაც ორი ქალი დაიღუპა, ერთი კი - დაიჭრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics