|
2023-04-07 16:11:07, 1440 ნახვა
სამართალი
ხარაგაულსა და ლენტეხში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 2 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში, მოქალაქეს, საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული ჰქონდა ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. ტერიტორიიდან ამოღებულია კაკლის სახეობის 7 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და თხმელას (მურყანი) სახეობის 0,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედში კი, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. ტერიტორიიდან ამოღებულია 20 ერთეული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი). ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)