|
2023-04-07 12:36:26, 1969 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი პირველ ბრიგადაში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გორში, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 და მე-14 ბატალიონების დისლოკაციის ადგილზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან, მინისტრის მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბაზაზე შესრულებული სამუშაოების შესახებ. სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის ტერიტორიაზე სამსართულიანი ყაზარმისა და საყარაულო შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამსართულიან ყაზარმას უტარდება რეკონსტრუქცია, რაც მოიცავს იატაკების, კედლებისა და ჭერის განახლებას, კერამიკული ფილების მოწყობას, განათების სისტემებისა და საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას. სტუმრებმა დასრულებული სპორტული დარბაზიც დაათვალიერეს, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია სამი მულტიფუნქციური სტადიონის მოწყობა და სამსართულიანი ყაზარმის მშენებლობა. ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამხედრო ბაზებზე ასობით ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)