22:17 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 10:55:16, 837 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე - სანქციები სასამართლოსადმი ნდობის ამაღლების სურვილს არ ემსახურება

გაუგონარი რამეა კორუფციაზე ასე ხელაღებით, მტკიცებულებისა და ფაქტების გარეშე საუბარი, - ასე ეხმაურება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს.

ბონდარენკოს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ  ემსახურება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს. 

"მრავალი წელია ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვესმის სასამართლოს გაძლიერებისა და მისი მხარდაჭერის სურვილი. ჩემი კოლეგების და მათი ოჯახის წევრების სანქცირების გადაწყვეტილებამ რადიკალურად სხვა რამ დაგვანახა. მთავარი ძლიერი ძალის ინტერესების გატარება ყოფილა. როდესაც სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ, გაუგონარი რამეა კორუფციაზე ასე ხელაღებით, მტკიცებულებისა და ფაქტების გარეშე საუბარი. შტატებში ვიზიტზე არ არის აქ საქმე, მნიშვნელოვანია რა გზავნილს უტოვებთ მოქალაქეებს, ხალხს. არ მგონია მოცემული გადაწყვეტილება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების სურვილს ემსახურებოდეს. ძალიან სამწუხაროა!", - წერს ირაკლი ბონდარენკო სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics