06:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 15:06:35, 1262 ნახვა

მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო ავრცელებს.

კირილენკოს ცნობით, კრამატორსკის რაიონში, კერძოდ სოფელ ოლექსიევო-დრუჟკოვკას დაბომბვის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 დაშავდა

"დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 4 - ასეთი ოპერატიული მონაცემები ოლექსიევო-დრუჟკოვკას დაბომბვის შედეგად. 

ქალაქი დღეს ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 11:00 საათზე დაბომბეს - რუსების სამიზნე საცხოვრებელი სექტორი იყო. წინასწარი მონაცემებით, გამოიყენეს კასეტური საბრძოლო მასალა.

ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ და ანეიტრალებენ ჭურვებს",- წერს კირილენკო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics