06:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 14:27:11, 924 ნახვა

მსოფლიო
ფინეთის პრემიერ-მინისტრი პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სანა მარინის თქმით, შემდეგი კვირიდან ის ახალარჩეულ პარლამენტში დეპუტატი იქნება.

"შემდეგი კვირიდან პარლამენტის წევრის რანგში დავიწყებ მუშაობას და ვიმედოვნებ, რომ უფრო მშვიდი ცხოვრება მექნება",- განაცხადა მარინმა პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. 

ცნობისთვის, სანა მარინი ფინეთის პრემიერ-მინისტრი 2019 წელს, 34 წლის ასაკში გახდა.

ამასთან, 3 აპრილს, ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანა მარინის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ დამარცხდა და მემარჯვენე ეროვნული კოალიციისა და ფინეთის პარტიის შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics