06:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 16:51:05, 818 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - ნატო-ს გაფართოება რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფაა

ნატო-ს გაფართოება არის ჩვენი უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფა,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება რუსეთს კონტრზომების მიღებას აიძულებს.

"კრემლში მიაჩნიათ, რომ ეს სიტუაციის კიდევ ერთი გამწვავებაა. ნატო-ს გაფართოება არის ჩვენი უსაფრთხოებისა და რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების ხელყოფა. ეს გვაიძულებს მივიღოთ კონტრზომები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც ტაქტიკურად, ასევე სტრატეგიულად“,- ამბობს პესკოვი. 

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დღეს, 4 აპრილს ფინეთი შეუერთდა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics