|
2023-04-01 18:52:02, 1535 ნახვა
რეგიონი
,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" - პროგრამის ფარგლებში 1000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს
ავარიული სახლების ადგილზე ახალი, მრავალბინიანი სახლების მშენებლობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო. პროგრამა "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" არსებული ავარიული შენობების თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას გულისხმობს. მოსახლეობას ბინები კი სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა. პროგრამას აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ახორციელებს. მრავალბინიანი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს კვინიტაძის #1, #3, #11-ში. გრიშაშვილის #9-ში. ასევე, ხინიკაძის #7-ში. მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო ე.წ ,,შანხაის" დასახლებაში, 26 მაისის, ხიმშიაშვილისა და კახაბრის ქუჩებზე. ასევე, ავარიული კორპუსების გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულდა 6 მისამართზე. პროგრამის ითვალისწინებს 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ახალი, თანამედროვე საცხოვრისებით ჩანაცვლებას და 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ბათუმში გასულ წელს ამოქმედდა, რომლისთვისაც, ოთხი წლის განმავლობაში დაიხარჯება 100 მილიონი ლარი. პროგრამის ფარგლები ეტაპობრივად საჭიროების მქონე ყველა პირი იქნება უზრუნველყოფილი ახალი უსაფრთხო საცხოვრებლით.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)