|
2015-02-08 17:03:14, 1248 ნახვა
სამართალი
„ადამიანი კანონი თავისუფლება“ :იური ვაზაგაშვილის სასტიკი მკვლელობის საკმაოდ მოკლე ვადებში გახსნა უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია
„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობის გახსნის ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მსგავსი სისასტიკის მკვლელობის საკმაოდ მოკლე ვადებში გახსნა უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია. „პროკურატურის განცხადებიდან გამომდინარე ნათელია, რომ მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელი შსს-ს თანამშრომელია, რომელიც რეალურად თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს უნდა იცავდეს. ამ ეტაპზე გამოძიების შედეგიდან გამომდინარე უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ შსს-ში იყვნენ ადამიანები, რომლებიც გარკვეული პირებისშეკვეთებს ასრულებდნენ. ვიმედოვნებთ, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში მსგავსი ბოროტმოქმედები მანამდე გამოვლინდებიან, ვიდრე ისინი კიდევ ვინმეს სიცოცხლეს შეიწირავენ. საქართველოს პროკურატურის წინაშე არაერთი გახმაურებული საქმის გამოძების დასრულების აუცილებლობა დგას, რომელთაც დიდი ალბათობით აგრეთვე ჰყავს როგორც შემსრულებლები, ასევე დამკვეთები. შესაბამისად ხელისუფლების ვალია, რაც შეიძლება სწრაფად მისცეს პასუხისგებაში დამნაშავე პირები, რათა წერტილი დაესვას სხვა საქმის გამოძიების დასრულებამდეუდანაშაულო ადამიანების მსხვერპლშეწირვას. ორგანიზაცია მიესალმება ზემოაღნიშნული საქმის გახსნას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მთავარია გამოძიებამდაადგინოს მკვლელობის უშუალოშემკვეთი, რაც სავარაუდოდ ნათელს მოჰფენს სხვა უამრავ გახმაურებულ საქმეს. მივმართავთ პროკურატურას მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოსიური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთების ვინაობის დასადგენად“,-ნათქვამია განცხადებაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)