|
2023-04-01 10:49:15, 1992 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების მეთაური დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს ესტუმრა
თავდაცვის ძალების მეთაურმა დასავლეთ საქართველოში არსებული ქვედანაყოფები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ადგილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროს გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და თავდაცვის ძალების მთავარ სერჟანტთან, მთავარ სერჟანტ გიორგი გოგოჭურთან ერთად გაეცნო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა რამდენიმე ლოკაცია მოინახულეს, მათ შორის: სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადა, კოპიტნარის საავიაციო ბაზა, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა, ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადა და ბათუმის ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა. დასავლეთში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი სარდლობაში მიმდინარე რამდენიმე სწავლების მიმდინარეობასაც გაეცნო და სორტას პოლიგონზე რეზერვისტებს გაესაუბრა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)