05:04 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 11:43:32, 1472 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - 31 მარტი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია

31 მარტი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩატარებულმა საერთო-სახალხო რეფერენდუმმა საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, სუვერენული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძე „ფეისბუქში" წერს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, 31 მარტი ღირსშესანიშნავია კიდევ იმით, რომ დღეს რეფერენდუმის სულისჩამდგმელის, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეა.

„ასევე, დღეს აღვნიშნავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 84 წლის იუბილეს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში. ზვიად გამსახურდიას თაოსნობით გამართულმა რეფერენდუმმა, მსოფლიოს გააგონა ქართველი ხალხის ურყევი ნება დამოუკიდებელი საქართველოს იდეის შესახებ", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics