|
2023-03-30 18:40:50, 1402 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში „პუბლიკის“ დირექტორისა და „ტაბულას“ ჟურნალისტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „პუბლიკას“ დირექტორისა და თანადამფუძნებლის, ზურა ვარდიაშვილისა და „ტაბულას“ ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ზურა ვარდიაშვილის განცხადებით, მოსამართლე გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, რა დირექტივასაც მის მიმართ გასცემენ. "იმ მომენტში, როდესაც მიმათრევდნენ, დაახლოებით, 10-15 ჟურნალისტი ყვიროდა, რომ ჟურნალისტია, ნუ აკავებთ, მაგრამ იმ მომენტში სირაძემ დაავალა მათ ჩემი დაკავება და ჟურნალისტი კი არა, რომის პაპიც რომ ვყოფილიყავი, დამაკავებდნენ. როგორც დაურეკავენ ჩემს მოსამართლეს და ეტყვიან რა გადაწყვიტოს - დააშინონ სხვა ჟურნალისტები ჩემი დასჯით თუ პირიქით, ნერვები არ მოუშალონ სხვა ჟურნალისტებს ჩემი დასჯით - აი, მაგის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას", - აცხადებს ზურა ვარდიაშვილი. "ტაბულას" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ უდანაშაულობის მტკიცებულებები გააჩნია. "ვიღებდი ვიდეობს, ვაგზავნიდი რედაქციაში, გვაქვს შესაბამისი მტკიცებულებები. აბსურდულია, ჩემი აზრით, ეს ბრალდებები, რასაც მედავება მოწინააღმდეგე მხარე", - უთხრა "ტვ პირველს" ბექა ჯიქურაშვილმა. ცნობისთვის, 2 მარტს პარლამენტთან აქციაზე დაკავებულ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)