|
2015-02-08 16:59:05, 1349 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე: იური ვაზაგაშვილის საქმის გახსნას საფუძვლად მკვლელის შეცდომა დაედო
„იური ვაზაგაშვილის საქმის გახსნას საფუძვლად მკვლელის შეცდომა დაედო“, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ხელყუმბარის ნაწილზე ე.წ. ფალიის სახელურზე იზოლენტის გადაკვრის კვალი აღინიშნება. შოთაძის თქმით, სწორედ ამ ე.წ. იზოლენტის წებოვანმა გარსმა უზრუნველყო, რომ მასზე დნმ–ის კვალი დარჩა. „ამ სახელურზე შეინიშნება ე.წ. იზოლენტის გადაკვრის კვალი, ანუ ერთი მხარე არის წებოვანი. სწორედ იზოლენტის წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ ამ სახელურზე დარჩა დნმ–ის კვალი. ეს არის მკვლელის შეცდომა, რომლითაც ჩვენ, დასამალი არ არის და გაგვიმართლა. ასეთი გამართლება ბევრ საქმეზე არ ხდება. ამ სახელურზე აღმოჩნდა დნმ–ის კვალი. რომელიც საფუძვლად დაედო იმას, რომ ჩვენ გავხსენით ეს საქმე და ვიცით უშუალოდ ის პიროვნება, რომელმაც უშუალოდ იური ვაზაგაშვილი მოკლა“, – აღნიშნა შოთაძემ. ცნობისთვის, პროკურატურამ დღეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, პოლიციის რიგითი თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)