11:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 11:24:42, 1326 ნახვა

სამართალი
კუპატაძე - დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი - დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა, სულ მცირე, გაორმაგდება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც კუპატაძემ ცოტა ხნის წინ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ამ დროისთვის დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, დაკავებულთა შორის კი ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.

"გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ფონიჭალაში ოთხ ლოკაციაზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი ამ დროისთვის. ღონისძიება გრძელდება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე, დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება. არიან როგორც მანდილოსნები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები", - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics