|
2023-03-29 14:18:32, 1595 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - თუ ბახმუტი რუსეთის ჯარებს ჩაბარდება, პუტინი ამ გამარჯვებას დასავლეთს მიყიდის
თუ ბახმუტი რუსეთის ჯარებს ჩაბარდება, პუტინი ამ გამარჯვებას დასავლეთს მიყიდის,- ამის შესახებ ზელენსკიმ Associated Press-სთან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, თუ პუტინი სისხლის სუნს იგრძნობს და იგრძნობს, რომ უკრაინა დასუსტდა, მაშინ ის გაზრდის ზეწოლას. "თუ ბახმუტი რუსეთის ჯარებს ჩაბარდება, პუტინი ამ გამარჯვებას მიყიდის დასავლეთს, საკუთარ საზოგადოებას, ჩინეთს, ირანს. თუ პუტინი სისხლის სუნს იგრძნობს, იგრძნობს, რომ ჩვენ დავსუსტდით, გაზრდის ზეწოლას. ჩვენი საზოგადოება იგრძნობს დაღლილობას. ჩვენი საზოგადოება მიბიძგებს მათთან კომპრომისისკენ",- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 22 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა, სადაც უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები მოინახულა და ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)