05:05 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 12:50:03, 1321 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) პრეზიდენტს, დოქტორ ფრანც შაუსბერგერს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) პრეზიდენტს,  დოქტორ ფრანც შაუსბერგერს  შეხვდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

"დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ IRE მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა საქართველომ შეძლოს ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომლებსაც ევროკავშირი თავის წევრებს სთავაზობს.

აჭარა ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენდა ევროპული რეგიონებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა, ურთიერთობების გაღრმავება, ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება.

IRE ყოველწლიურად მართავს გენერალურ ასამბლეას, ზალცბურგის ევროპის სამიტს, ევროპის რეგიონებისა და ქალაქების კონფერენციებს, სადაც  განიხილება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა ევროპის რეგიონების, ქალაქების განვითარების სამომავლო სტრატეგიები, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები", - ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics