|
2023-03-28 23:51:53, 1691 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი ქალთა შევიწროების შესახებ ინფორმაციასა და ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს გამოეხმაურა
საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა შევიწროების შესახებ ინფორმაციასა და ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს გამოეხმაურა. იოსელიანის თქმით, ის სოლიდარულია მსხვერპლი ქალების მიმართ და ამასთან ერთად განაცხადა, რომ ჟურნალისტების საქმიანობა კანონით არის დაცული და მათთვის ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული. „სოლიდარობა გამოვხატეთ მსხვერპლი ქალების მიმართ. ინტერპრეტაცია, თითქოს ჩვენ ვიღაცის მომართვას ველოდებით, მცდარია. როგორც კი ეს საჯაროდ გახდა ცნობილი, ჩვენ დავიწყეთ ამის შესწავლა. ჟურნალისტების საქმიანობა კანონით არის დაცული და მათთვის ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული", - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, რომ 112-ში ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული ზარის გამო, 25 მარტს, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ირკვევა, რომ 112-ში ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. ჩიქოვანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი POSTV-მა საკუთარი თავის გასათეთრებლად დაგეგმა. 26 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა რომ POSTV-ი იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის და აქვს ჩალურჯებები. სამხარაძემ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, სადაც მამამისთან ერთად იყო. მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. 27 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში მორიგი განცხადება გაავრცელა და პრეზიდენტს დახმარებისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა, აღნიშნულის შესახებ საჯარო კომენტარი გააკეთა და ქალების მიმართ ყოველგვარი ძალადობა და შევიწროება დაგმო. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, სამხარაძემ POSTV-ის აღმასრულებელ დირექტორს, შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
დაესწარი BOG-ის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)