|
2023-03-27 12:06:10, 1424 ნახვა
სამართალი
გვარამიას ადვოკატები უზენაეს სასამართლოში მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებას ითხოვენ
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას უფლებადამცველები გეგმავენ, რომ მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებასთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს მიმართონ. უფლებადამცველები აღნიშნულის მიზეზად ასახელებენ სამი თვის წინ სასამართლოში შესულ საკასაციო საჩივარს, რომელიც მათი განცხადებით, სწორედ მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს აწერია, თუმცა საჩივრის გახილვა ამ დრომდე არ დაწყებულა. "დღეს მივმართავთ უზენაეს სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივარი სასამართლოში შესულია უკვე სამ თვეზე მეტია და ის აწერია მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, არათუ საჩივრის განხილვა არ დაწყებულა, არამედ მოსამართლეთა ვინაობაც არ არის განსაზღვრული, ვინც უნდა განიხილოს ჩვენი საკასაციო საჩივარი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ხელსუფლება ეძებს იმ მოსამარლეებს, რომლებსაც მოაწერინებს ხელს უკანონო განაჩენს, ხელისუფლების მიერ წინასწარ გამოტანილ უკანონო განაჩენს. რაც შეეხება თავად მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს, რომელზეც ვითომდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით მოხდა საქმის დაწერა, ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საქმის განაწილების სისტემა არის ხარვეზიანი და სასამართლო კლანი ამ სისტემით მანიპულირებს",- აცხადებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)