09:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-25 13:48:53, 1288 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის მხარდაჭერისთვის ზელენსკიმ ლანდსბერგისი ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი იაროსლავ ბრძენის სახელობის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მას და ლიეტუვას მხარდაჭერისთვის.

"ამას არასდროს დავივიწყებთ. უკრაინაში ყოველთვის მოგესალმებიან",- განაცხადა ზელენსკიმ.

ლანდსბერგისი მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს ჯილდო ლიეტუველი ხალხის უკრაინისადმი გამოჩენილი ურყევი მხარდაჭერის აღიარებაა. 

"ეს ჯილდო არის აღიარება იმ უზარმაზარი, გულწრფელი და ურყევი მხარდაჭერისა, რომელსაც ლიეტუვის ხალხი უწევს უკრაინას. მე ვამაყობ, რომ ეს ჯილდო სახლში მიმაქვს", - წერს ლანდსბერგისი.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics