10:33 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-25 11:21:09, 597 ნახვა

საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა ბათუმის 28-ე საბავშო ბაღში იმიტირებული საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სსიპ - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, 28-ე საბავშვო ბაღში იმიტირებული საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება ითვალისწინებდა საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების სწავლებას. იმიტირებული ხანძრის ქრობის პროცესში, ბაღის პერსონალისა და აღსაზრდელების ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან, ბაღის თანამშრომლებთან ერთად, 120  ბავშვის ევაკუაცია მოახდინეს და ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება განახორციელეს.

"სწავლების მიზანი იყო საბავშვო ბაღის პერსონალისა და ბავშვებისთვის საგანგებო სიტუაციის დროს შენობიდან ევაკუაციისას აუცილებელი  პრაქტიკული ჩვევების გამომუშავება, გამოწვევების გამოვლენა, გაანალიზება და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.

წვრთნების პროცესში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილია სერვისები, რომლითაც სხვადასხვა ორგანიზაცია სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სააგენტოს მეშვეობით სარგებლობს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics