11:48 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 16:19:39, 1540 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკში ჩავიდა და ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები მოინახულა და ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა.

ზელენსკიმ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებები მოისმინა და ქვეყნის დაცვისთვის სამხედროებს მადლობა გადაუხადა.

"მე მაქვს პატივი, რომ ვიყო დღეს აქ, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასში და დავაჯილდოვო ჩვენი გმირები, მადლობა გადაგიხადოთ, ხელი ჩამოგართვათ. მადლობა, რომ იცავთ სახელმწიფოს, სუვერენიტეტს, უკრაინის აღმოსავლეთს", - განაცხადა ზელენსკიმ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics