11:47 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 09:55:31, 1496 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - უახლოეს კვირებში „ვაგნერმა“, შესაძლოა, თავისი დაქირავებული პატიმრების უმეტესი ნაწილი დაკარგოს

უახლოეს კვირებში „ვაგნერმა“, შესაძლოა, დაკარგოს თავისი დაქირავებული პატიმრების უმეტესი ნაწილი, რადგან მათ ექვსთვიანი სმახედრო კონტრაქტები ეწურებათ,- ამის შესახებ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო პროგნოზირებს, მსჯავრდებულთა გადინება გააუარესებს „ვაგნერის“ პერსონალის დეფიციტს, რადგან კრემლმა პატიმრების შემდგომი რეკრუტირება დაბლოკა.

„ვაგნერის“ ჯგუფმა, შესაძლოა, დაკარგოს თავისი მსჯავრდებული ძალის უმეტესი ნაწილი უახლოეს კვირებში, რადგან მსჯავრდებულებმა დაასრულეს ექვსთვიანი სამხედრო კონტრაქტები.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ათასობით „ვაგნერის“ მსჯავრდებულს, რომლებიც 2022 წლის შემოდგომაზე დაიქირავეს, შეიწყალებენ და გაათავისუფლებენ, იმის გათვალისწინებით, რომ „ვაგნერი“, როგორც ჩანს, იცავს თავის დაპირებას მსჯავრდებულების ექვსთვიანი სამსახურის შემდეგ გათავისუფლების შესახებ",- ვკითხულობთ ISW-ს ანგარიშში.

ამასთან, როგორც ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, 27 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პრევენციული შეწყალება გასცა უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე რუსი მსჯავრდებულებისთვის.

განახლებაში ნათქვამია, რომ კრემლის განცხადება ემთხვევა ISW-ის მიერ დადგენილ ვადებს პუტინის გადაწყვეტილების შესახებ, სრულად დაშორებულიყო „ვაგნერ“  ჯგუფის ფინანსისტი ევგენი პრიგოჟინისგან 12–13 იანვარს დონეცკის ოლქის სოლედარის დაცემის შემდეგ.

"კრემლის განცხადება ემთხვევა ISW-ის მიერ დადგენილ ვადებს პუტინის გადაწყვეტილების შესახებ, სრულად დაშორებულიყო „ვაგნერ“ ჯგუფის ფინანსისტი ევგენი პრიგოჟინისგან 12–13 იანვარს დონეცკის ოლქის სოლედარის დაცემის შემდეგ.

კრემლმა, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად დაუშვა პრევენციული შეწყალების გამოქვეყნება, რათა უფრო მეტ მსჯავრდებულს დაეტოვებინა ჯგუფი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, რათა კიდევ უფრო შეემცირებინა „ვაგნერის“ ძალა",- აღნიშნულია ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics