05:58 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 09:53:26, 1507 ნახვა

რეგიონი
ქედაში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, მაჟორიტარი ლევან ვერძაძე და წარმომადგენელი რეზი ვარშანიძე მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელი ზუნდაგის, ქვედა და ზედა ბზუბზუს მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობას პარალელურად სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხვდებიან. 

"შეხვედრების მიზანია მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ მოსახლეობამ პრიორიტეტების მიხედვით თავად აირჩიოს საკუთარ სოფელში განსახორციელებელი პროექტები.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები 20 მარტს დაიწყო და 23 მარტს დასრულდება. პროგრამის ბიუჯეტი 750 000 ლარს შეადგენს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics