|
2023-03-20 14:41:05, 1674 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა სამუშაო თათბირი გამართა
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მერის მოადგილეებთან, სამსახურის უფროსებთან, ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებთან და თანაშემწეებთან სამუშაო თათბირი გამართა. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თათბირზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, ისაუბრეს სოფლებში არსებულ ვითარებაზე. "აქტიურად მიმდინარეობს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები, უახლოეს პერიოდში დაიწყება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გრძელდება მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო ღონისძიებები. ყურადღება გამახვილდა, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამის მიმდინარეობასა და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგზე. თემის წარმომადგენლებს დაევალათ დროული რეაგირება მოახდინონ სოფლებში არსებულ პრობლემებზე და კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული",- ნათქვამია შუახევის მერიის ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)