|
2023-03-17 19:25:29, 1552 ნახვა
ომი უკრაინაში
„ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებები მუშაობს“ - ზელენსკი სლოვაკეთის მხრიდან MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, ედუარდ ჰეგერსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების და სხვა სამხედრო დახმარების უკრაინელი სამხედროებისთვის გადაცემის გადაწყვეტილების გამო. ზელენსკის თქმით, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებები მუშაობს და დასძინა, რომ სიამოვნებით გააგრძელებს კომუნიკაციას სლოვაკეთის მთავრობის მეთაურთან კიევში. შეგახსენებთ, დღეს, 17 მარტს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერსმა განაცხადა თანხმობა, MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადასაცემად. გარდა ამისა უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამაც განაცხადა. მისი თქმით, 4 საბრძოლო თვითმფრინავს პოლონეთი უკრაინას უახლოეს დღეებში გადასცემს.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)