18:39 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 15:37:06, 861 ნახვა

საზოგადოება
ხაჭაპურიძე - სააკაშვილი ქვეყნიდან სასწრაფოდ გასაყვანია, ის აქ მოკვდება

სააკაშვილი ქვეყნიდან სასწრაფოდ გასაყვანია, ის აქ მოკვდება,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ "TV პირველთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხალისუფლებაზე საერთაშორისო წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან პაციენტი საქართველოში თუ დარჩა, მოკვდება.

"პირველ რიგში ჩამოვიდნენ - ხელისუფლების მიმართ ნდობა და მათი ავტორიტეტი იმდენად შელახულია, რომ სიმართლე გითხრათ, სანამ პოლონელ ექიმებს საქართველოში ჩამოსულს და ბატონ სააკასვილთან შესულს  არ დავინახავ, მანამდე მსგავს ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. 

თუ ისინი ჩამოვლენ, დარწმუნებული ვარ, პოლონელი ექიმების დასკვნები დაადასტურებენ უცხოელი საერთაშორისო დონის ექსპერტების დასკვნებს. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებაზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლა განხორციელდება, რომ სააკაშვილი რაც შეიძლება მალე იქნას საზღვარგარეთ გადაყვანილი. 

ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხი კიხდევ უფრო გაძლიერდება. სააკაშვილი ქვეყნიდან სასწრაფოდ გასაყვანია. ის აქ გარდაიცვლება",- განაცხადა ხაჭაპურიძემ.  

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ  "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics