|
2023-03-15 18:13:48, 1015 ნახვა
საზოგადოება
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ქალების მხარდაჭერას აგრძელებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი მარიამ მელიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდებთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფარს ესტუმრა. ცენტრის ბენეფიციარებს, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ სახელით საჭირო ტექნიკა და საგანმანათლებო ლიტერატურა გადაეცათ. ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის გენერალური დირექტორი ბენეფიციარებს საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა. მარიამ მელიაშვილმა, გარდა პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფისა, ძალადობის მსხვერპლ ქალებს „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ დასაქმებაც შესთავაზა.
„განათლება ძალადობის წინააღმდეგ“ - ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდების“ მთავარი სლოგანი და იდეა. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „მირაბალდებთან“ ქალთა გაძლიერების პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში თანამშრომლობს. „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ (WEPs) ხელმომწერი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 2022 წელს გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ დაადასტურა მზაობა, იზრუნოს ქალთა გაძლიერებასა და სამუშაო სივრცეში ქალთა და მამაკაცთა უფლებების დაცვაზე. ამ მიმართულებით, კომპანიის ინიციატივითა და ჩართულობით, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ქალების გაძლიერება „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით წვლილი შევიტანოთ, მათ შორის, ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროცესში. ორგანიზაცია „მირაბალდები“ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ჩვენთვის სასიამოვნოა მათთან თანამშრომლობა და ყოველთვის მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათი ბენეფიციარების გაძლიერებას“.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)