05:59 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 17:44:29, 1594 ნახვა

რეგიონი
კასპში, ჯანდაცვის ცენტრისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ქალაქ კასპში მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ  ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის დაგება დაიწყება.

"სამუშაოების დათვალიერებისას მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, რომ ორივე დაწესებულება ადამიანების ჯანმრთელობას ემსახურება და მათი პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტული და აუცილებელია.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის  დაფინანსებით ხორციელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics