19:38 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-13 19:36:04, 937 ნახვა

საზოგადოება
"არა რუსეთს! სამარცხვინო ხართ" - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი ლექტორს

"არა რუსეთს! სამარცხვინო ხართ" - ასე შეეგებნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორ ელიზბარ ელიზბარაშვილს, რომელიც, როგორც სტუდენტები ამბობენ ანტიდასავლური პროპაგანდით გამოირჩევა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის თქმით, ელიზბარ ელიზბარაშვილი არის ადამიანი, რომელიც აშკარა პრორუსულ ნარატივებს ატარებს, აქედან გამომდინარე კი, მას არაფერი ესაქმება უნივერსიტეტის კედლებში.

მომხდარის შემდეგ ელიზბარ ელიზბარაშვილმა, განაცხადა, რომ ის მიამრთავს შესაბამის ორგანოებს და სტუდენტებს ისინი გასცემენ პასუხს.

"ელიზბარ ელიზბარაშვილი არის ადამიანი, რომელიც სტუდენტებს ემუქრება, ადამიანი, რომელიც არის ალტ ინფოს აქტიური მხარდამჭერი და ხშირი სტუმარი, ატარებს აშკარა პრორუსულ ნარატივებს, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და არც ერთ უნივერსიტეტში არ უნდა ჟღერდებოდეს, რადგან ეს არის დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ უნივერსიტეტის კედლებში", - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics