12:06 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-13 18:40:44, 794 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია ხელისუფლებას - არ გაბედოთ იმ მშვიდობიანი მოქალაქეების დაბარება შსს-ში, რომლებმაც ევროპული მომავალი დაიცვეს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სუს-მა დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაბარება დაკითხვაზე, - ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მან ხელისუფლებას კატეგორიულად მოუწოდა, რომ არ გაბედოს იმ მშვიდობიანი მოქალაქეების დაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომლებმაც დაიცვეს ევროპული მომავალი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერ ადამიანს დაიბარებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ან სუს-ში გამოქვეყნდება ტელეფონის ნომერი, რომელზეც შეძლებენ დაკავშირებას, რათა ოპოზიციამ მათი დაცვა უზრუნველყოს.

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სუს-მა დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაბარება დაკითხვაზე, პირველი, რაც მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, კატეგორიულად გაფრთხილებთ არ გაბედოთ მშვიდობიანი მოქალაქეების, იმ ადამიანების დაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროში და დევნაზე ფიქრიც კი, რომლებმაც ამ დღეებში დაიცვეს ევროპული მომავალი.

მეორე, დამნაშავეები ძალადობაში ხართ თქვენ და თუ ვინმე არის დასასჯელი არიან სწორედ ის მოძალადე პოლიციელები და ბრძანების გამცემლები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს.

მინდა მივმართო აბსოლიტურად ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დაგიბარებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ან სუს-ში ჩვენ გამოვაქვეყნებთ დღეს ტელეფონის ნომრებს, მოგვმართეთ და ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენს დაცვას.

არავინ არ ჩათვალოს, რომ ამ ადამიანებს თქვენ დაერევით ცალ-ცალკე, ჩვენ ყველა ვართ ერთად იდეის გარშემო და ეს იდეა არის ამ ადამიანების დაცვა, თქვენ თუ ასე გააგრძელებთ, მიიღებთ კიდევ უფრო მძაფრ აქციას, სადაც იქნება საჭირო შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ სუსი", - განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics