14:04 - 21 Aug, 2026
|
2023-03-12 17:41:34, 1698 ნახვა
ომი უკრაინაში
კუპიანსკში სავალდებულო ევაკუაცია მიმდინარეობს
ხარკოვის ოლქში აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ქალაქ კუპიანსკის სავალდებულო ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. სინეგუბოვის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, ბავშვებიანი ოჯახებისა და შშმ პირების ევაკუაცია ხორციელდება. "კუპიანსკის მიმართულება ახლა ყველაზე ცხელი წერტილია, ფრონტის ხაზი გადის იქ და მტერი მუდმივად ცდილობს ჩვენი სამხედროების პოზიციებზე თავდასხმას. ამიტომ, ჩვენ გამოვაცხადეთ სავალდებულო ევაკუაცია", - ამბობს სინეგუბოვი. მისივე თქმით, ყველა ევაკუირებული პირი ჰუმანიტარულ დახმარებას და ხარკოვის რეგიონის შედარებით უსაფრთხო რაიონებში ან რეგიონის გარეთ უფასო საცხოვრებელს იღებს.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)