13:18 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-12 15:53:07, 843 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო დამანგრეველი ავანტიურისა და ავანტიურისტთა მსხვერპლი არ იყოს

ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო არ იყოს მორიგი უმძიმესი, დამანგრეველი ავანტიურისა და ავანტიურისტთა მსხვერპლი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი მასობრივ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას.

როგორც ქადაგიშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, საზოგადოების გულწრფელი პროტესტის უკან "ასეთი ძალები" ხელისუფლების ცვლილებასა და "მეორე ფრონტის" გახსნას გეგმავენ.

"ვანო მერაბიშვილის განცხადება სწორედ ეს არის  - ის პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენი მიზანია ახლა, რომ დავიწყოთ საპროტესტო მოძრაობა, რათა შევცვალოთ ხელისუფლება, გახდეს პროუკრაინული ქართული ხელისუფლება და შეუტიონ რუსეთს უკრაინის დასახმარებლად ანუ დავიწყოთ ომი და ამ ქვეყანაში ისევ დავატრიალოთ ის უბედურება, რაც ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ავანტიურისტული პოლიტიკის შედეგად, 2008 წელს დაგვმართა თავს. 

ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო არ იყოს ამ მორიგი უმძიმესი, დამანგრეველი ავანტიურისა და ავანტიურისტთა მსხვერპლი. ჩვენ დავინახეთ, რომ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის უკან ასეთი ძალები ცდილობდნენ ამ გეგმების განხორციელებას", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს, Ukrinform-ის მედიაცენტრში გლობალური ინიციატივის, SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსიის დროს თქვა, რომ იგეგმება მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყება. მერაბიშვილის განცხადებით,  აქციების მთავარი მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics