10:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-11 15:55:41, 1115 ნახვა

მსოფლიო
Reuters - კანადამ რუსული ალუმინისა და ფოლადის იმპორტი აკრძალა

კანადამ რუსული ალუმინისა და ფოლადის იმპორტი აკრძალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, აკრძალვა მოიცავს ალუმინისა და ფოლადის პროდუქციას, როგორიც არის ალუმინის კონტეინერები და ფოლადის მილები.

კანადის ფინანსთა მინისტრის, კრისტია ფრილენდის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, შეზღუდოს მოსკოვის შესაძლებლობა, დააფინანსოს უკრაინაში ომი.

„უკრაინას შეუძლია და მან უნდა გაიმარჯვოს ამ ომში. ჩვენ ვაგრძელეთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა შევწყვიტოთ ან შევზღუდოთ შემოსავალი, რომელიც გამოყენებულია უკრაინაში, პუტინის უკანონო და ბარბაროსული ინტერვენციის დასაფინანსებლად“,- განაცხადა ფრილენდმა.

Reuters-ის ცნობითვე, კანადამდე, თებერვალში აშშ-მა რუსულ ალუმინზე 200%-იანი ტარიფი დააწესა, ხოლო გასულ წელს ევროკავშირმა რუსული ფოლადის პროდუქტები სანქციების პაკეტში შეიტანა. 

გარდა ამისა, კანადას უკრაინაში ინტერვენციის გამო 1 600-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის საქნციები აქვს დაწესებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics