13:18 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-11 00:45:13, 1423 ნახვა

პოლიტიკა
ემანუელ მაკრონი - საქართველოს ამ ბოლო დღეებში განმავლობაში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო

"ვნახეთ ქალი ევროპული დროშით, რომელიც, უკან დახიეს, რამაც გულგრილი არ დაგვტოვა - ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაკრონს საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. 

"კრემლის ტენდენციაა, ხალხის ნებისმიერ მოძრაობაში დაინახოს გარედან მანიპულაცია, რადგან აქვთ რწმენა, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი და არ არსებობს თავისუფალი ხალხი. ძველი დემოკრატია ვართ და პირიქით გვწამს, თუმცა საქართველოს ამ ბოლო დღეებში განმავლობაში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო.

ჩვენ ვიხილეთ კადრები, ახალგაზრდა ქალი ევროპული დროშით ხელში, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, უკან დახიეს, რამაც ჩვენ გულგრილი არ დაგვტოვა. [...] საქართველომ განიცადა ძალიან ძლიერი ზეწოლა და ვიმედოვნებთ, რომ ის იპოვის გზას მეტი სიმშვიდისკენ, რაც ევროპულ პერსპექტივასთან იქნება შესაბამისობაში." - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics