15:32 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 04:54:11, 1229 ნახვა

პოლიტიკა
ამერიკელი სენატორები - ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ შემაშფოთებელ კანონმდებლობას

"ქართული ოცნების" მიერ ახალი კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას ეხმაურებიან ამერიკელი სენატორები რიში, შაჰინი, მენდესი, დურბინი და რიკეტსი. ამერიკელი პოლიტიკოსები საერთო განცხადებაში "ქართულ ოცნებას" ახალი კანონპროექტის გამო აკრიტიკებენ.

ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი ნათლად ხედავს, რომ საქართველოს პარლამენტის ეს ნაბიჯი, ემუქრება არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებელ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ წარმოადგენს უზარმაზარ უკან გადადგმულ ნაბიჯს ქართული დემოკრატიისთვის. ეს კანონი, მხოლოდ დააშორებს საქართველოს იმ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, რომელშიც მას გაწევრიანება სურს.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ შემაშფოთებელ კანონმდებლობას, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი მარცხი დემოკრატიულ ტრაექტორიაზე და იმუშაოს ქართველი ერისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი — ეს არის ძირითადი უფლება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიაში უნდა იყოს დაცული. - ნათქვამია ამერიკელი სენატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics