18:03 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-08 03:23:11, 1064 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი: კანონის მიღებამ, შესაძლოა სერიოზული შედეგები იქონიოს ჩვენს ურთიერთობაზე

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ავრცელებს რის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულმა აგენტების შესახებ კანონმა "შესაძლოა სერიოზული შედეგები იქონიოს საქართველო-EU-ის ურთიერთობებზე".

"საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი კანონი "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ". ეს ძალიან ცუდი განვითარებაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის.

კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, რაც უარყოფით შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, რომელთათვისაც მათი [NGO და მედია] მუშაობა მნიშვნელოვანია. ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ფასეულობებთან და სტანდარტებთან. იგი ეწინააღმდეგება საქართველოს გამოცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მისმა საბოლოო მიღებამ შესაძლოა სერიოზული შედეგები იქონიოს ჩვენს შორის ურთიერთობებზე.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, უერთგულოს ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერის თაობაზე და შეახსენებს, რომ ადამიანებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება", - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics