18:00 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 13:07:34, 1025 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გთხოვთ, რეაგირების გარეშე დავტოვოთ ოპოზიციის პროვოკაციული გამოსვლები, რომლის მიზანი ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების ჩაგდებაა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას მოუწოდა, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დატოვონ ოპოზიციის შეურაცხმყოფელი გამოსვლები, რომლის მიზანი შეიძლება იყოს რამდენიმე იმ საკითხის ჩაგდება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ევრო რეკომენდაციების შესრულებასთან.

„ვხედავთ, რომ დიდი ალბათობით და გარანტიით გაგრძელდება შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური გამოსვლები, შეიძლება ამას ქონდეს კონკრეტული მიზანი, ერთერთი მიზანი შეიძლება იყოს რამდენიმე იმ საკითხის ჩაგდება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ევრო რეკომენდაციების შესრულებასთან, მაგალითად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაზე მომზადებული დადგენილება, ომბუდსმენის არჩევის საკითხი. 

ყველას მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დავტოვოთ მათი თუნდაც შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული  გამოსვლები, ასეთი მრავლად იქნება ამ ერთი საათის განმავლობაში. თუ რამეზე რეაგირება იქნება საჭირო, ბოლოსკენ მივცეთ რეაქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics