|
2023-03-05 11:07:49, 1463 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკა - რუსი სამხედროების მხრიდან სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 39 მამაკაცია
უკრაინის პროკურატურა რუსი სამხედროების მიერ უკრაინელებზე სექსუალური ძალადობის 171 საქმეს იძიებს, მათ შორის 39 მამაკაცია, ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ლვოვში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიანი უკრაინელების გაუპატიურების რაოდენობა და დამალვა იმის დასტურია, რომ ეს არის რუსული არმიის მიზანმიმართული პოლიტიკა. "ამ რაოდენობის მიხედვით მარტო ქალები არ არიან - მსხვერპლთა შორის 39 მამაკაცია. 13 არასრულწლოვანია, მათ შორის ბიჭი. ჩვენ ვიცით ამ შემთხვევების შესახებ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა იპოვეს ლაპარაკის ძალა. რამდენი იტანჯება ჩუმად, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - არ ვიცით. ეს არის მათი [რუსების] შეგნებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური იარაღი უკრაინელების წინააღმდეგ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)