06:52 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 17:12:20, 1624 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ქედაში ყველაზე უხუცეს ქალბატონს 103 წლის ხურმიზ ბოლქვაძეს დედის დღე მიულოცა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელ ავთო ჩხიკვაძესთან ერთად ქედაში, ყველაზე უხუცეს ქალბატონს 103 წლის ხურმიზ  ბოლქვაძეს დედის დღე მიულოცა.

ქალბატონი ხურმიზი 1920 წელს დაიბადა, მან 19 წლის ასაკში შექმნა ოჯახი სოფელ კუჭულაში. ის 8 შვილის დედაა, ჰყავს 12 შვილიშვილი, 22 შვილთაშვილი და 7 შვილიშვილის შვილიშვილი.

ასევე, დღეს  ,,ღირსეული სიბერე"  ქედის ხანდაზმულთა კლუბის  ორგანიზებით გაიმართა  დედეისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ესწრებოდნენ.  მათ კლუბის წევრ ქალბატონებს დედის დღე  მიულოცეს და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეული, დღეს  გაიხსნა და 9 მარტს დასრულდება.

ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების მიზნობრიბი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics