14:59 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 11:18:40, 1581 ნახვა

ომი უკრაინაში
კირბი - აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს

თეთრი სახლი დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

როგორც კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ახალი პაკეტი HIMARS-ებისთვის საჭირო საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას მოიცავს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის თქმით, უკრაინის სამხედრო დახმარებაზე იმსჯელებენ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, როდესაც ორი ლიდერი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდება. 

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე გამოაცხადა. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანის დახმარების პაკეტი 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics