22:11 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 10:12:58, 570 ნახვა

პოლიტიკა
ფეიგინი - როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა მზადაა მიხეილ სააკაშვილის საკითხს ქვეყნის ევროინტეგრაცია შესწიროს

როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა მზადაა მიხეილ სააკაშვილის საკითხს ქვეყნის ევროინტეგრაცია შესწიროს,- ამის შესახებ რუსმა ბლოგერმა და უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა.

მისი თქმით, ივლისში ნატოს სამიტზე, საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე ზარი გაისმება.

„საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს სააკაშვილის გაშვებაზე. ქართული ოცნება, როგორც ჩანს, თანახმაა შესწიროს ევროინტეგრაცია ამ სიტუაციას, რომ ხელიდან არ გაუშვას ქვეყნის კონტროლი. ისინი არ აპირებენ წასვლას. საბოლოოდ, საზოგადოების საქმეა - როგორი რეაქცია ექნება ამაზე. ჩვენ კი გავაგრძელებთ აქტივობას. ძალიან მალე მექნება შეხვედრები პერსონებთან, რომლებსაც გავლენა აქვთ გადაწყვეტილებებზე, ლიდერებთან, პირველი პირის მრჩევლებთან. ასევე ვიცი, რომ ბაიდენის ვიზიტთან და ევროპის ქვეყნების ლიდერების აქტივობის შემდეგ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს. მიუხედავად ამისა, მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო. ივლისში კი ნატოს სამიტზე, როგორც ჩანს საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე ზარი გაისმება", - განაცხადა ფეიგინმა.

ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, ჯერ კიდევ ცოტახნის წინ საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს გზაზე მოლდოვას და უკრაინას უსწრებდა. 

„ამ ყველაფერს პასუხი ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს. ჯერ კიდევ ცოტახნის წინ საქართველო უსწრებდა მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირისა და ნატოს გზაზე, ის მაგალითი იყო და საქართველოს წარმატებებზე ორიენტირება სასურველი იყო.  ახლა კი ცდილობენ იქ მოკლან ადამიანი და არის დისკუსიები, რომლებიც შესაბამის რეაქციებს იწვევს ევროკავშირსა და ნატოში, სადაც საქართველოს ასე ძალიან უნდოდა შესვლა. ქართველმა ხალმა უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი, ჩვენ კი არ შევწყვეტთ ძალისხმევას მიშას გადასარჩენად და ყველას მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ“,- განაცხადა არესტოვიჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics