|
2023-02-28 11:20:43, 705 ნახვა
საზოგადოება
ძუძუს კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა, ძუძუს კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების საკითხებზე იმსჯელეს. ღონისძიება თამარ გაბუნიამ გახსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა მიზნობრივი სტრატეგიული ქმედებები და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება განიხილეს, რომლებიც ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაზეა ორიენტირებული. "ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ძუძუს კიბოს შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შესამცირებლად, მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირება და ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდა. ღონისძიებების ფარგლებში, შეხვედრის მონაწილეებმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძუძუს კიბოს გლობალური ინიციატივის (GBCI) განხორციელების ჩარჩოებიც მიმოიხილეს, რაც ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად, მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადებას უზრუნველყოფს. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები, ექსპერტები და პროფესიული ასოციაციები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)