|
2023-02-25 15:15:50, 1382 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - დღეს პატივს მივაგებთ გმირ იუნკრებს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის. არაერთი თაობა აღიზრდება მათი გმირობის მაგალითზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ,,დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გმირ იუნკრებს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის. ისინი არიან ნამდვილი მაგალითი გმირობის, პატრიოტიზმის. დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი თაობა აღიზრდება მათი გმირობის, სამშობლოსთვის თავგანწირვის მაგალითზე" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით იუნკერთა მემორიალი ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბათუმის მერმა, აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, საკრებულო წევრებმა, საქართველოს და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)