|
2023-02-24 13:15:10, 1622 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ტრადიციებისა და რიტუალების ახალი სახელმძღვანელო შეიქმნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში ახალი გზამკვლევი „ხალხური ტრადიციები და რიტუალებო“ შეიქმნა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმძღვანელოში, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა, 70 აჭარული ტრადიცია და ხალხური რიტუალია შესული. დეპარტამენტის ცნობით, რიტუალებს შორისაა ქორწინებასთან, ბავშვის აღზრდასთან, საზოგადოებრივ-საოჯახო, სამეურნეო ყოფასთან დაკავშირებული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. „აჭარაში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ტრადიციები და რიტუალები საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და იხვეწებოდა, ამიტომ ისინი საკმაოდ ტრანსფორმირებული სახითაა შემორჩენილი. მათში შემონახულია არა მხოლოდ ხანგრძლივ სამეურნეო-შრომით პროცესში დაგროვილი ემპირიული გამოცდილება, არამედ ხალხის საქმიანობასა და ცხოვრებასთან დაკავშირებული ბევრი სხვადასხვა ტრადიცია, სულიერი კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი ელემენტი: რწმენა-წარმოდგენები, მაგიურ-რელიგიური რიტუალები და დღე-სასწაულები, სიმბოლოები, სიტყვიერი მაგია, სარიტუალო კერძები, რომლებიც თითქმის ყველა დღესასწაულს ამშვენებდნენ, ხალხური რელიგიური აზროვნების სხვადასხვა ასპექტი“, - ნათქვამია წიგნის წინასიტყვაობაში. „აჭარული ტრადიციებისა და ხალხური რიტუალების გზამკვლევის ბეჭდური ვერსია დაინტერესებული პირებისთვის აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი. მასში ყურადღება მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან, საინტერესო ხალხურ რიტუალსა და ტრადიციებს ეთმობა, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება, როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების, ისე ვიზიტორებისთვის. აჭარის კულინარიული გზამკვლევის შემდეგ ეს რიგით მეორე სახელმძღვანელოა, რომელიც ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურიზმის სექტორისთვის მოამზადა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)