|
2023-02-24 11:02:12, 929 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული მოქმედებებისა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, თბილისში ოთხი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 1982 წელს დაბადებულ დ.კ.-ს თბილისში, მდებარე ერთ-ერთ ბარში, ამავე ობიექტის თანამშრომლები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, შეკვეთისთვის შეუსაბამო თანხის გადახდას სთხოვდნენ, რაზეც დ.კ.-მ უარი განაცხადა. ამის გამო ბარის 4-მა წარმომადგენელმა მას ძალის გამოყენებით წაართვა თანხა და პირადი ნივთები. სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობით ჩადენილ ძარცვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)