|
2023-02-23 22:59:15, 2118 ნახვა
სხვადასხვა
ირაკლი ქარქაშაძე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში AIRBUS 321neo-ს ბაზირება ნიშნავს 30 %-ით მეტ ტურისტს და მეტ გადაყვანილ მგზავრს
მაროკოში მიმდინარე საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში საქართვლოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრაზე მესამე ბაზირებული ხომალდთან და ახალ მიმართულებებთან დაკავშირებული ოპერირების დეტალები და საქართველოში ავიაკომპანიის შემდგომი გაფართოების დეტალები განიხილეს. ,,Wizz Air-თან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესამე ბაზირებული ხომალდით 5 ახალი მიმართულება AIRBUS 321neo შესრულდება, რომლის ტევადობა 239 მგზავრია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში AIRBUS 321neo-ს ბაზირება ნიშნავს 30 %-ით მეტ შემომყვან ტურისტს და მეტ გადაყვანილ მგზავრს. სწორედ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ 2023 წლიურ ჭრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილიონ 200 ათასზე მეტ მგზავრს ველოდებით. ივნისიდან 5 მიმართულებით პირდაპირი რეისები უფრო დიდი ტევადობის და უახლესი საჰაერო ხომალდით შესრულდება,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. სამდღიანი საავიაციო ფორუმის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანება 25 მდე შეხვედრას გამართავს.
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)