|
2023-02-23 14:54:46, 938 ნახვა
სამართალი
პოლონეთში დააკავეს ქართველი, რომელიც თავს პოლიციელებად ასაღებდა და მოქალაქეებს ფულს სძალავდა
პოლონეთში, პოზნანის შტაბის საგამოძიებო და კრიმინალური განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, რომლებიც თავს პოლიციელებად ასაღებდნენ და ხანდაზმულ მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ. როგორც პოლონური მედია წერს, სამართალდამცველები საგამოძიებო ოპერაციებს მთელ პოლონეთში ატარებდნენ. 2023 წლის 18 იანვარს კი, ტარნოვში 24 წლის პოლონელი და 44 წლის ქართველი დააკავეს, მაშინ, როდესაც ისინი საკუთარი თაღლითური გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ და 25 000 ზლოტის უკანონოდ დაუფლებას ცდილობდნენ. პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ასევე მონაწილეობდა მსგავს თაღლითობაში, რომელიც 2022 წლის დეკემბრის ბოლოს მოხდა ვაგროვიეცსა და ნოვი ტომისლში. იქ თაღლითობის მთლიანმა თანხამ 220 000 ზლოტი შეადგინა. ასევე, ამ შემთხვევაში, გაირკვა, რომ დაკავებულები მონაწილეობდნენ ამ ტიპის სხვა დანაშაულებში გდინიასა და ჩონიცეში, სადაც ზარალი 237 000 ზლოტს გაუტოლდა. ბრალდებულებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პოლიცია სხვა ეჭვმიტანილებს იდენტიფიცირებას და შემდგომ დაკავებას არ გამორიცხავს.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)